ირმა ლატარია
PDPOA
წევრი

ირმა ლატარია

ირმა ლატარია - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, რომელსაც
აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
მან დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1992 წელს,
სპეციალობით წარმოების ეკონომიკა და მართვა, რაც განიხილება მაგისტრთან
გათანაბრებულ აკადემიურ დონედ.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს სახელმწიფო და არასამთავრობო
სექტორში მუშაობას სხვადასხვა თანამდებობაზე. ამჟამად მუშაობს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
სკოლგარეშე კომპლექსურ სასპორტო საგანმანათლებლო ცენტრში, გავლილი
აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსი და
ფლობს შესაბამის სერთიფიკატს. ასევე, 2011 წლიდან მუშაობს წალენჯიხის
სასპორტო ცენტრის მთავარი სპეციალისტად საზოგადოებასთან
ურთიერთობის საკითხებში. მანამდე, 11 წლის განმავლობაში მუშაობდა
წალენჯიხის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის გამგედ და თარჯიმნად.
მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, მუდმივი პროფესიული
განვითარება და საგანმანათლებლო მიღწევები უზრუნველყოფს მას
შესაძლებლობას, ჰქონდეს აქტიური მონაწილეობა საჯარო მმართველობასა და
საგანმანათლებლო პროცესებში.