PDPOA
PDPOA
კომპანია

მისია და მიზნები

ორგანიზაციის მიზანია არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, ამავდროულად ის უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს მისი მიზნების რეალიზებას.

 

ასოციაცია უზრუნველყოფს:

  1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის ხელშეწყობას
  2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების უფლებების დაცვას
  3. სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და ტრეინინგების ორგანიზებას

 

საზოგადოების წევრობა:

  1. საზოგადოების წევრი შეიძლება გახდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
  2. წევრობის მსურველმა საზოგადოების თამჯდომარეს უნდა წარუდგინოს წერილობითი განცხადება საზოგადოებაში გაწევრიანების თაობაზე. პირის წევრად მიღების საკითხს წყვეტს საზოგადოების თავმჯდომარე განცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში.
  3. წევრს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს:

3.1. საკუთარი განცხადების საფუძველზე;

3.2. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

3.3. გარდაცვალებისას;

3.4. დამფუძნებელთა კრების მიერ საზოგადოებიდან გარიცხვის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.

  1. წევრი, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდებით დადგენილ მოთხოვნებს, არ ასრულებს საზოგადოების ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებებს ან ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო, საზოგადოების სახელისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, საზოგადოების წესდების მიზნების საწინააღმდეგო ქმედებას, დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება გაირიცხოს საზოგადოებიდან.
  2. საზოგადოების წევრს უფლება აქვს:

5.1. მიიღოს ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ;

5.2. მონაწილეობა მიიღოს დამფუძნებელთა კრების სხდომებში;

5.3. დადგენილი წესით ისარგებლოს საზოგადოების კუთვნილი ქონებით;

5.4. თავმჯდომარეს წარუდგინოს მოსაზრებები საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით;

5.5. საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნითა და დანიშნულებით ისარგებლოს საზოგადოების რესურსებით (მაგ: ბიბლიოთეკა, ელ. საბიბლიოთეკო ბაზები და სხვა);

5.6. მიიღოს სრული ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების თაობაზე და მიიღოს მასში მონაწილეობა.

  1. საზოგადოების წევრი ვალდებულია:

6.1. დაიცვას საზოგადოების წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

6.2. გაუფრთხილდეს საზოგადოების ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;

  1. წევრის ძირითადი ფუნქციაა საზოგადოებისათვის დაფინანსების მოზიდვაში ხელშეწყობა.
  2. წევრს საჩუქრად გადაეცემა სერტიფიკატი და საზოგადოების სამკერდე ნიშანი.
  3. დამფუძნებელთა კრების ყველა წევრი არის საზოგადოების წევრი.