2015-2017 წლები - დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - სოციალური მუშაობის განხრით. აქვს მაგისტრის დიპლომი.
2011-2015 წლები - დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით. აქვს ბაკალავრის დიპლომი.
სამუშაო გამოცდილება:
თამუნა რუსიშვილს სოციალური მიმართულებით (ტრეფიკინგის მსხვერპლებთან, შშმ ბავშვებთან, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან, კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნებთან…) აქვს საჯარო სექტორში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე.
ასევე, მუშაობდა კერძო სექტორშიც.
ამჟამად, მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.
თამუნა რუსიშვილს გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი სხვადასხვა მიმართულებით.
გარდა ამისა, თამუნა რუსიშვილს აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სერტიფიკატი და 2024 წლიდან არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ასოციაციისა და ოფიცერთა უფლებების დაცვის კომისიის წევრიც.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: 598 100 550