ნინო ცხოვრებაშვილი
PDPOA
წევრი

ნინო ცხოვრებაშვილი

2022 წელს ნინო ცხოვრებაშვილმა , დაიცვა  Pantheon Sorbonne -Paris 1   სადოქტორი დისერტაცია  თემაზე “პირადი მონაცემების დაცვა და  იურიდიული აქტების ავტომატიზირებული       გადამოწმება“. მას მიენიჭა ინფორმატიკის/კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი;

2018 წელს ქართულ უნივერისტეტში ( SANGU)  დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი;

 

2015 წელს   მან დაასრულა  პარიზის პანთეონ ასას ( Panthéon Assas- Paris 2)  სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯერული ინდუსტრიის მიმართულებით (ინფორმაციული სისტემების ექსპერტიზა) და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ;

 

2006 წელს მას მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის აკადემიურო ხარისხი, საქართველოს „ საბაჟო- საგადასახადო აკადემია“ მიერ;

2001 წელს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტიში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ფრანგულის სპეციალობით;

2023 წლიდან იგი გახლავთ     მარკეტინგისა და რეკლამის  უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში. (National Center for Educational Quality Enhancement);

2017- 2021 წლებში ნინო ცხოვრებაშვილი იყო კვლევების და სწავლების ატაშე, პანთეონ- სორბონის მაგისტრატურის SIC et MIKS ფაკულტეტზე. (Université Pantheon Sorbonne –Paris 1);

იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და არის 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ამავდროულად, ნინო ცხოვრებაშვილი გახლავთ გ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.