გიორგი ზარნაძე
PDPOA
წევრი

გიორგი ზარნაძე

  გიორგი ზარნაძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2003 წელს მან დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის საუნივერსიტეტო ლიცეუმი იურიდიული პროფილით. 2007 წელს დაამთავრა სტუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. მას ასევე დამთავრებული აქვს შსს-ს აკადემია და  სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლობდა კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში. გიორგი ზარნაძე საჯარო სექტორში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურში. იგი ასევე მუშაობდა ცესკო-ში მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად.

  გიორგი ზარნაძე კერძო სექტორში მუშაობს აქტიურად 2008 წლიდან. იგი მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში კორპორაციულ იურისტად და სავაჭრო წარმომადგენლად. 2010 წლიდან იგი გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2016 წელს მან დააფუძნა გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია და დღემდე მუშაობს კომპანიის დირექტორად. დღეის მდგომარეობით გიორგი ზარნაძე და მისი კომპანია ემსახურება 125 კერძო კომპანიას და 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას.

  გიორგი ზარნაძე არის საერთაშორისო რეალტორთა ასოციაციის წევრი და დაფუძნებული აქვს უძრავი ქონების სააგენტო „აიბისი“. მისი კომპანიები საქმიანობას ახორციელებენ თბილისსა და ბათუმში.