თამარ გვალია
PDPOA
წევრი

თამარ გვალია

თამარ გვალია

+995 595 53 57 52

თბილისი წინამძღვრიშვილის 121

თამარ გვალიას აქვს იურიდიულ სფეროში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება.

 

თამარ გვალია  არის გამოცდილი იურისტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. 2024 წლიდან არის არაერთი სამედიცინო დაწესებულების   პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის წევრი. ის ასევე 2015 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.

 

მისი პროფესიული კარიერა დაიწყო  2008 წელს და  დღეის მდგომარეობით არის პარტნიორი ადვოკატი იურიდიულ კომპანია „ფილაური და ჯითიენსი“-ში.

 

განათლება აქვს მიღებული თბილისის სამართლისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მან ასევე დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში.

 

მისი პროფესიული განვითარება მოიცავს მრავალ სტაჟირებასა და სერტიფიკატს, მათ შორის იურიდიული სწავლების ცენტრის მიერ მიღებული სერტიფიკატი პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში სამედიცინო სფეროში (2024 წ.), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიკატები სამოქალაქო (2015 წ.) და სისხლის სამართლის (2007 წ.) სპეციალიზაციებში.