ელენე სურგულაძე
PDPOA
წევრი

ელენე სურგულაძე

ელენე სურგულაძე არის პროფესიით იურისტი, მრავალწლიანი გამოცდილებით. ის არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. ასევე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი -მედიატორი. ელენეს არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მედიატორი და როგორც ადვოკატს აქვს სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო).  

რაც შეეხება გამოცდილებას: ამჟამად ის არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ასევე შპს -სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების განვითარების კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და შპს მოსავლის მართვის კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

 2015 წლიდან ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, მათ შორის 2021  -2024 წლებში  სასამართლო დავების სამსახურის უფროსის პოზიციას. 2014-2015 წლებში ელენე იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტის იურისტი, 2012-2014 წლებში კი მუშაობდა სსიპ იუსტიციის სახლში ბიზნესისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის მომსახურების მიმართულებით.

პროფესიით იურისტი, ფლობს ქართულ -ამერიკული უნივერისტეტის სამართლის მაგისტრის და სამართლის ბაკალავრის დიპლომებს. ელენეს გავლილი აქვს SKILLCRAFT ACADEMY-ს ტრენინგი - პერსონალური მონაცემების დაცვა, ახალი კანონი და არსებული გამოწვებები.