სოფია კვიკვინია
PDPOA
წევრი

სოფია კვიკვინია

სოფია კვიკვინია

2024 წელს იურისტთა უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის“  კურსი.

2018 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2016 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2012 წელს წარჩინებით დაამთავრა „წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი“  და მიენიჭა ოფის-მენეჯერის პროფესიული კვალიფიკაცია.

სოფია კვიკვინიას ასევე გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი სამართლის სფეროში. მას აგრეთვე არაერთ სასწავლო ეროვნულ კონფერენციაში, კონკურსსა და საგანმანათლებლო ოლიმპიადაში აქვს მიღებული მონაწილეობა. 2009 წელს ის ქართული ენის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა და ამავე წელს იმყოფებოდა „ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში“ საქართველოში, სადაც წარჩინებული სწავლისთვის მოიპოვა საგზური ლონდონის „ბაქსვუდის საზაფხულო სკოლის“ ინგლისური ენისა და კულტურის შემსწავლელ კურსზე, რომელიც ასევე წარჩინებით გაიარა.

სოფია კვიკვინიას 2014 წლიდან აქვს როგორც  კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ სსიპ იუსტიციის სახლის თბილისის იუსტიციის სახლში, აგრეთვე სხვადასხვა კერძო კომპანიაში კორპორატიული  იურისტის პოზიციაზე.

2024 წლის 1 ივნისიდან გახლავთ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

სოფია კვიკვინია 2024 წლის 27 ივნისიდან გახლავთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის წევრი.