ნინო ხარატი
საჯარო მმართველობის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი
დაიბადა 1988 წლის 20 სექტემბერს
2009 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი.
2009-2012 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, საჯარო მმართველობის მიმართულებით.
2022 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ნინო ხარატს აქვს სპეციალობით მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება, ხოლო აქედან საჯარო სამსახურში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება.
მას ასევე აქვს პედაგოგიური საქმიანობის 13 წლიანი გამოცდილება, რა დროსაც კითხულობს ადმინისტრაციული სამართლისა და საჯარო მმართველობის სხვადასხვა კურსებს.
გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო სტატია სამართლის და საჯარო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე და არის, წიგნების: საქართველოს ადმინისტრაციული სამართალის ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებულის, კაზუსის ამოხსნის მაგალითები ადმინისტრაციულ სამართალში, კაზუსების ამოხსნის მეთოდიკა ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში თანაავტორი.