თინათინ ხარატი
PDPOA
წევრი

თინათინ ხარატი

თინათინ ხარატი სწავლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამაზე.

2019 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამართლის მაგისტრის ხარისხი.

2016 წელს დაასრულა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

თინათინ ხარატს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონკურსში, არის სამეცნიერო ნაშრომებისა და სტატიების ავტორი. აქვს მუშაობის გამოცდილება პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე საკორპორაციო სამართლის მიმართულებით.

თინათინ ხარატი მუშაობს აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღმასრულებლის პოზიციაზე.