შემთხვევითად გენერირებული ტექსტი ეხმარება დიზაინერებს
საერთაშორისო ფორუმი
„საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პერსონალური მონაცემების დაცვა“
თარიღი: 2026 წლის 4–5 თებერვალი
ადგილმდებარეობა: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, კამპუსი №1, საკონფერენციო დარბაზი
მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის ქ. №6, (დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ)
საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთა ასოციაცია (PDPOA), ევროპის მონაცემთა დაცვის
ოფიცერთა ფედერაციასთან (EFDPO) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2026 წლის
4–5 თებერვალს გამართავს საერთაშორისო ფორუმს.
ფორუმი გააერთიანებს საჯარო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ
მონაცემთა დაცვის როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული ასპექტები.
ფორუმის ძირითადი თემებია:
1. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პერსონალური მონაცემების დაცვა (სამეცნიერო მოხსენებები);
2. მონაცემთა დაცვის რეგულაციები, საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო;
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის განსაზღვრა და ინტერესთა კონფლიქტი;
4. მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა;
5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების სერტიფიცირება და ტრენინგ პროგრამები;
6. ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოების საკითხები ოფიცრის საქმიანობაში.
PDPOA-სა და EFDPO-ს წევრებისთვის მონაწილეობა უფასოა.
