საერთაშორისო ფორუმი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

საერთაშორისო ფორუმი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

ფორუმი ჩატარდა საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთა ასოციაციის (PDPOA) ორგანიზებით, ევროპის მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ფედერაციასთან (EFDPO) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის „სახელმწიფოსა და სამართლის კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლობით, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაციებსა და დარგის ადგილობრივ წარმომადგენლებს.
 
ფორუმის მიზანი იყო, საჯარო ინფორმაციისა და მონაცემთა დაცვის სამეცნიერო და პრაქტიკული ასპექტების განხილვა, ამასთან ერთად, საქართველოს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გააზრება, პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვა-განვითარებასა და ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
 

ფორუმი მიმდინარეობდა ორი დღის განმავლობაში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა:

  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • მონაცემთა დაცვის რეგულაციები და ინტერესთა კონფლიქტი;
  • მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა, საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო;
  • ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოების საკითხები ოფიცრის საქმიანობაში.

ფორუმის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.

საერთაშორისო ფორუმმა ხელი შეუწყო პროფესიული დიალოგის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და მონაცემთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.