საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაცის წარმომადგენელმა ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ფედერაციის (EFDPO) გენერალური ანსამბლეის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2025 წლის 26 მაისს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაცის გამგეობის წევრმა ზურაბ აზნაურაშვილმა ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ფედერაციის (EFDPO) გენერალური ანსამბლეის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე განიხილეს ახალი წევრების მიღებისა და GDPR-ის რეფორმირების საკითხები.
EFDPO-სა და გერმანიის ოფიცერთა ასოციაციის (BvD) ორგანიზებით 27-28 მაისს ბერლინში ასევე ჩატარდა კონფერენცია და სამუშაო შეხვედრების სერია 200-მდე პრაქტიკოსი ოფიცრისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით ჩართული პირის მონაწილეობით. კონფერენციაზე განხილული იყო ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაცია ევროპის ფედერაციის წევრი 2025 წლის იანვრიდან გახდა, რის შემდგომაც ყველა მის წევრ ოფიცერს უსასყიდლოდ ან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით აქვთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ფედერაციის ყველა წევრი ასოციაციის მიერ ორგანიზებული დისტანციურ თუ ფიზიკურ კონფერენციებში და ტრენინგებში.
